Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ე.წ. საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების სხდომა გამართა, რომელზეც მდინარე ენგურის ე.წ. საზღვრის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბჟანიას პრესცენტრის ცნობით, "უშიშროების საბჭოს" მუდმივ წევრებთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო “უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხები“.

მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სწრაფვას "აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე" უწოდა.

ერთი დღით ადრე კი, ბჟანიამ NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ დე ფაქტო საზღვრის დარღვევაზე ისაუბრა.

XS
SM
MD
LG