თბილისის ათეულობით ქუჩას წყლის მიწოდება დათქმულ დროს ვერ აღუდგება. განახლებულ ინფორმაციას თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია GWP ავრცელებს. წყალმომარაგების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც 7 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში თბილისის სასმელი წყლის ერთ-ერთი სათავე ნაგებობა დაიტბორა.
წყალმომარაგების აღდგენის დრომ 8 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიწია შემდეგი ქუჩებისთვის:
საბურთალოს რაიონი:
- დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, კეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის ქუჩებს, საირმის გორას, ჟვანიას მოედანს, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას 1-23 (მხოლოდ კენტებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის, აფაქიძის, ხვიჩიას კვერნაძის, ბერბუკისა და ზ. ბენდელიანის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონი:
- პოლიკარპე კაკაბაძის, კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის ქუჩებს, კოსტავას მე-2 შესახვევს, ხორავას, შანიძის, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, ყიფიანის, არსენას, ზაალ ქიქოძის, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბლის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძის, გურგულიას, ალ.მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის და ჩაიკოვსკის ქუჩებს. ოქროყანას მთლიანად. კოჯრის, თაბუკაშვილის 30-48, 25-53-ს, გერონტი ქიქოძის, აპოლონ ქუთათელაძის, სანაპიროს, კირილე უკლებას, ვახტანგ მოსიძისა და სულიკო ჟღენტის ქუჩებს.
კრწანისის რაიონი:
- პუშკინის, აბესაძის, ახოსპირელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნოვას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ორპირის, სამღებროს, აბო თბილელის, გორგასლის, ღვინის აღმართის და გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის 1-25, 2-22-ს, ორთაჭალის 1,2,3,4,5-ს
ვაკის რაიონი:
- ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილს და წყნეთის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირს, მზიურს.
ჩუღურეთის რაიონი:
- მარჯანიშვილისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
გლდანის დასახლება:
- გლდანის მე-5, 6, 7, 8 მ/რნ. სოფ. ბერთუბანი, გიორგი წმინდა, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს. თიანეთის გზატ. გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგცემენტს. ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, გლდანის ხევის, ჯანჯღავას, ჭრებალოს და ნანეიშვილის ქუჩებს.
"უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება შეგვეზღუდა წყალმომარაგება, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი. წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, გუშინდელი დღიდან კომპანიის მიერ ჩატარდა ყველა აუცილებელი სამუშაო. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა საგურამოს სათავე ნაგებობაზე. გაირეცხა წყალმომარაგების სისტემა და ქსელი, წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად. ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება. კომპანია აგრძელებს აუცილებელ სამუშაოებს სტაბილური წყალმომარაგების აღდგენის მიზნით", - აცხადებენ კომპანიაში.
წყლის მიწოდება ამ ქუჩებს გუშინ, 7 ივნისს საღამოს შეუწყდა, მას შემდეგ, რაც საგურამოში ძლიერმა წვიმამ GWP-ის სათავო ნაგებობა დატბორა.