Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენედიქტოვა: იძიებენ უკრაინიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციას, რაც გენოციდს ნიშნავს


ირინა ვენედიქტოვა
ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ იძიებენ უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციას. გენერალური პროკურატურა მოსკოვისთვის გენოციდის ბრალდების წაყენებას აპირებს.

ვენედიქტოვამ 3 ივნისს Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ხელთააადამიანების ძალდატანებით დეპორტაციის 20-ზე მეტი შემთხვევამას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს.

მან დასძინა, რომ ბავშვების დეპორტაციაზე ფოკუსირება საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მტკიცებულებების მოსაგროვებლად, რომლებიც საჭიროა გენოციდის მკაცრი იურიდიული განსაზღვრების დასაკმაყოფილებლად.

ომის პირველივე დღიდან დავიწყეთ გენოციდთან დაკავშირებულ ამ საქმეზე მუშაობა“, - თქვა ვენედიქტოვამ. „ამიტომაც არის ბავშვების ეს ძალდატანებით დეპორტაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - დასძინა მან.

გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის თანახმად, კონფლიქტის დროს ხალხის ძალდატანებითი მასობრივი დეპორტაცია - განსაკუთრებით ბავშვების ძალდატანებითი დეპორტაცია - სამხედრო დანაშაულად ითვლება.

ვენედიქტოვას არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოდ რამდენი ბავშვი წაიყვანეს უკრაინიდან რუსეთში, მაგრამ უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ მაისში თქვა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთმა 210 ათასზე მეტი ბავშვი გადაასახლა.

Reuters-ის თანახმად, კრემლმა არ უპასუხა მის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ვენედიქტოვას განცხადებაზე.

XS
SM
MD
LG