Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდაცვით სიმაგრეს ამზადებს რუსეთის მხრიდან ახალი იერიშის შემთხვევისთვის


კიევის საქალაქო ადმინისტრაცია
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია

კიევის ხელმძღვანელობა დედაქალაქის პირველ თავდაცვით ზღუდეს ქმნის ქალაქიდან საკმაოდ დაშორებით იმ შემთხვევისთვის, თუ მტერი კვლავ შეეცდება იერიშის წამოწყებას კიევის ხელში ჩაგდების მიზნით.

ამის თაობაზე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ცნობა "ტელეგრამის" არხით გაავრცელა.

"თუ იქნება განმეორებითი შტურმი, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მოწინააღმდეგის საარტილერიო ქვედანაყოფების მხრიდან მოყენებული ზიანი, კიევის თავდაცვის პირველი ზღუდე დედაქალაქიდან დიდი მანძილის დაშორებით ეწყობა. მტრის დასახვედრად მზად უნდა ვიყოთ მაშინაც, თუ ასეთი სცენარი შეუძლებელი ჩანს", - იტყობინება კიევის სამხედრო ხელმძღვანელობა.

კიევზე სარაკეტო დარტყმები რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ხორციელდებოდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის დაიბომბა სატელევიზიო ანძა ბაბი იარის მემორიალის მახლობლად, რის შედეგადაც 5 გამვლელი დაიღუპა.

სულ ბოლოს, 29 აპრილს, კიევში სარაკეტო დარტყმისას დაიღუპა რადიო თავისუფლების თანამშრომელი ვირა ჰირიჩი.

უფრო ადრე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კიევზე სარაკეტო იერიშით დაიმუქრა, თუკი უკრაინელები არ შეწყვეტენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებს.

XS
SM
MD
LG