Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება


საქართველოს დროშა
საქართველოს დროშა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ჩამოთვლის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს:

  • წელს პირველად საქართველოს დროშის ფერებში განათდება ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ეგვიპტეში;
  • კანადაში უკვე მეორედ, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოიხატება საქართველოს დროშა;
  • სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებში;
  • ავსტრალიაში კი საქართველოს დროშის ფერები გამოიხატება ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობაზე.
  • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა განათდება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებით;
  • კორეის რესპუბლიკაში კი სეულის მერიის შენობა განათდება;
  • საუდის არაბეთში შენობაზე - Kingdom Center - გამოიხატება საქართველოს დროშა.
  • თურქეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ანკარის სიმბოლოები, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების, TOBB-ის შენობები, ე. წ. ტყუპები და აგრეთვე, ათაქულეს კოშკი. საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახება სტამბოლის ხიდზეც;
  • აზერბაიჯანში 26 მაისის აღსანიშნავად განათდება ბაქოს ცენტრში მდებარე შენობა;
  • უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებით განათდება შოთა რუსთაველის ძეგლი;
  • სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოისახება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე;
  • საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდი, ასევე კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი;
  • დაგეგმილია ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში;
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბარსელონასა და ათენში განათდება ქალაქის შადრევნები;
  • კვიპროსში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება ძველი მერიის შენობაზე;
  • სალონიკში მერიის შენობა ასევე განათდება ქართული დროშის ფერებით;
  • ისრაელში 26 მაისთან დაკავშირებით იერუსალიმის დავითის კოშკსა და ძველი ქალაქის კედელზე ქართული დროშა გამოიხატება;
  • უზბეკეთში განათდება ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“;
  • სლოვაკეთსა და ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს დროშის ფერებში განათდება საქართველოს საელჩოს შენობები;
  • ირანში თეირანის მთავარ სატელევიზიო ანძაზე გამოისახება საქართველოს დროშა;
  • ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების, Manneken-Pis-ის ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

XS
SM
MD
LG