Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების დოკუმენტს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ხელს აწერს "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს“. თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 2022 წლის 9 მაისი.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ხელს აწერს "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს“. თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 2022 წლის 9 მაისი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც უკრაინისთვის საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჯო ბაიდენს მიაწოდეს აზიაში მოგზაურობისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევას. არსებული ცნობით, თანხის ნახევარი უნდა მოხმარდეს უკრაინის არმიას. უკრაინის არმია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, 24 თებერვალს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციის გარეშე შეჭრის შემდეგ. რუსეთის არმიის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად განადგურდა უკრაინის ეკონომიკური, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რამდენიმეკვირიანი ცეცხლის დაშენის და ალყის შედეგად დანგრეულია მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი - მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.

XS
SM
MD
LG