Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მილი რუს კოლეგას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესაუბრა


გენერალი მარკ მილი
გენერალი მარკ მილი

რუსეთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკ მილის. სააგენტო "რია ნოვოსტის" თანახმად, მათ შორის საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხებოდა.

ინფორმაციას ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ტელეკომპანია CNN-იც აქვეყნებს. ”სამხედრო ლიდერებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თავის რუს კოლეგასთან, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ისაუბრა, რაც მათ შორის ასევე პირველი კომუნიკაცია იყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი 19 მაისს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარეს შორის ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში.

XS
SM
MD
LG