Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, გვარამიას დაპატიმრება სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მუქარად აღიქმება


„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე, განაჩენის გამოცხადებამდე.
„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე, განაჩენის გამოცხადებამდე.

„მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის შესახებ განცხადებას ავრცელებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას, „მთავარი არხის” გუნდს.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ გაფრთხილებად და მუქარად აღიქმება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს.

ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე", - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • Საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს პენცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • Საზოგადოება და ბანკები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ევროპის ფონდი
  • ცენტრი “ემპათია”
  • მწვანე სექტორი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • სირცხვილია • Shame Movement

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG