Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლება აპატიმრებს კინოსტუდიის თანამშრომლებს, ჩხრეკას ატარებს მათ სახლებსა და ოფისებში


ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი
ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი

ცნობილი ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ირანის ხელისუფლება რამდენიმე კინემატოგრაფისტის და ამ დარგის სხვა პროფესიონალის სახლებსა და ოფისებში ატარებს ჩხრეკას, ხოლო ზოგიერთი დააპატიმრეს. მოჰამად რასულოფმა ამის შესახებ კომენტარი 14 მაისის საღამოს გაავრცელა "ინსტაგრამის" გვერდზე და გამოაქვეყნა კინოინდუსტრიის ათეული პროფესიონალის მიერ ხელმოწერილი განცხადება. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ირანის უშიშროების ძალებმა, რეიდების დროს, ფილმების წარმოებისათვის საჭირო მოწყობილობის კონფისკაცია მოახდინეს.

რეჟისორმა დაგმო ეს ქმედება და მას "უკანონო" უწოდა. ინსტაგრამში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ირანელმა რეჟისორმა დაასახელა ორი დაკავებული კოლეგა - ფირუზ ხოსრავანი და მინა კეშავარზი. თავად რასულოფი არ ყოფილა ამ რეიდების ობიექტი.

ირანის ხელისუფლებას რეიდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც დამატებითი დეტალები გამხდარა ცნობილი. ირანის კონსერვატიული ყაიდის ხელისუფლება დიდი ხანია, რაც სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას განიხილავს, როგორც დასავლეთის "რბილ ომს" ირანის წინააღმდეგ და მცდელობას, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყნის ისლამურ სარწმუნოებას.

XS
SM
MD
LG