Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბარი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, გამართა სატელეფონო საუბარი რუს კოლეგა, სერგეი შოიგუსთან.

პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში.

XS
SM
MD
LG