Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს ესპანეთის ჩემპიონატში


 გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის - „ლა ლიგის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ უქმეებზე, ოცდამეთხუთმეტე ტურში, ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0) რამდენიმეჯერ გადაარჩინა „ვალენსია“ ანგარიშში ჩამორჩენას. მამარდაშვილის ერთ-ერთი „სეივი“ კი „ლა ლიგამ“ გასული ტურის ხუთ საუკეთესო მოგერიებას შორის, პირველ ადგილზე გაიყვანა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „დინამო თბილისიდან“, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დამკვიდრდა და პირველსავე ტურში დასახელდა ტურის საუკეთესო მეკარედ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი გასულ სეზონში სამჯერ გახდა, აქედან ორჯერ ბოლო ორ ტურში.

XS
SM
MD
LG