Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 22000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა


რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 918 ტანკი და 2308 ჯავშანმანქანა დაკარგა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 918 ტანკი და 2308 ჯავშანმანქანა დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის 62 დღის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 22100 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ხოლო სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივ რუსეთის დანაკარგი 26 აპრილისთვის ასე გამოიყურება:

918 ტანკი;
2308 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
416 საარტილერიო სისტემა;
149 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
69 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
184 თვითმფრინავი;
154 შვეულმფრენი;
1643 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
8 გემი და კატარღა;
205 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სახის ტექნიკა.

მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგებს არ აფიქსირებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან მხოლოდ მეორედ, გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაიღუპა 1,351 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 3,825 - დაშავდა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა უკრაინაში - სადაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს შეიჭრა, კრემლის ფრაზით "საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის".

XS
SM
MD
LG