Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დაადგინა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ქუჩებში "კატებს" ხატავდა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ბოლო რამდენიმე კვირაა ქალაქის ქუჩებში, შენობებზე "კატებს" ხატავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

"აღნიშნული პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე სარეაგირებოდ გადაეცემა შესაბამის სამსახურს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ასევე იპოვეს ის ბავშვი, რომელიც თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისის ქუჩებში, შენობებზე დაუდგენელი პირი კატის მსგავს ნახატებს ტოვებდა. მოქალაქეთა ნაწილი ეჭვობდა, რომ ამით ქალაქის ქუჩებს რაიმე მიზნით ნიშნავდნენ.

XS
SM
MD
LG