Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-მა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულის მტკიცებულებები მოაგროვა


სასაფლაო ბუჩაში, 18 აპრილი, 2022 წელი
სასაფლაო ბუჩაში, 18 აპრილი, 2022 წელი

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 21 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ შეაგროვა ომის დანაშაულის მტკიცებულებები უკრაინის ქალაქ ბუჩაში.

ანგარიშით, ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეაგროვეს მასობრივი მოსპობის, სამოქალაქო პირების განუკითხავად დახვრეტის, ხალხის გატაცების და წამების, ასევე ნაღმების ჩადების ფაქტების დამადასტურებელი მასალა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საჭიროა საერთაშორისო დახმარება მასალის უწყებრივ აღნუსხვაში, რათა შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცენ.

Human Rights Watch-ს თავის ანგარიშში მოჰყავს მოსახლეობასთან საუბრის და ვიზუალურ მასალის გაანალიზების შედეგები.

რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, 31 მარტს, უკრაინის მონაცემებით, ბუჩაში სულ 278 გვამი, უმეტესობა სამოქალაქო პირებისა, იქნა მიკვლეული.

XS
SM
MD
LG