Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანჩუკი: საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს


საქართველოს დელეგაცია უკრაინაში, 16 აპრილი. ირპენი
საქართველოს დელეგაცია უკრაინაში, 16 აპრილი. ირპენი

" საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს. ამას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, როცა ბუჩა და ირპენი საკუთარი თვალით ნახა. კიევის რეგიონის დაზარალებული ქალაქების საშინელი ისტორია გულგრილი არავის დატოვებს. ყოველივე ამის შემდეგ, აქ, როგორც სარკეში, ხედავთ რუსული ჯარის ნამდვილ სახეს." - წერს საკუთარ ფეისბუკზე უკრაინული რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა, დილიდან კი შეხვედრა გაიმართა უკრაინულ მხარესთან და რადას თავმჯდომარესთან.

ქართულ მხარეს წარმოადგენს: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც შალვა პაპუაშვილმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ისაუბრა იმ აგრესიაზე რაც რუსეთმა უკრაინის გარდა საქართველოსაც მიაყენა 1990 - იან წლებში და 2008 წლის ომის დროს.

პრესკონფერენციის შემდეგ კი ქართულმა დელეგაციამ მოინახულა რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქები.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანია.

XS
SM
MD
LG