Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის სისტემური რეგისტრაცია 120 მილიონი ლარი დაჯდება


მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია კახეთში. 2022 წლის 16 აპრილი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია კახეთში. 2022 წლის 16 აპრილი

საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. რეფორმის პრეზენტაციას, რომელიც კახეთის რეგიონში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაესწრნენ.

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს ურეგისტრირებს. ყველა მომსახურება მესაკუთრეებს ადგილზე, ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიეწოდებათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ თორთლაძემ გამართა. ღონისძიებაზე მიწის სისტემური რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ტექნიკაც იყო წარმოდგენილი. უწყებამ 174 მაღალი გამავლობის მანქანა, 233 GPS როვერი და 233 პლანშეტი შეიძინა.

დრონები მიწის რეგისტრაციისთვის. კახეთი. 2022 წლის 16 აპრილი
დრონები მიწის რეგისტრაციისთვის. კახეთი. 2022 წლის 16 აპრილი

ოლეგ თორთლაძის თქმით, უახლესი ტექნოლოგია და რეგისტრაციის ელექტრონული პროცესი, პრაქტიკულად, გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვას და ცდომილებებს.

რეფორმაში უწყების 1000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. პროექტის ჯამური ღირებულება კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

XS
SM
MD
LG