Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ ბრიანსკის ოლქი უკრაინულმა ვერტმფრენებმა დაცხრილეს


უკრაინა-რუსეთს შორის სასაზღვრო პუნქტი ხარკოვის ოლქში, გორლოვკასთან.
უკრაინა-რუსეთს შორის სასაზღვრო პუნქტი ხარკოვის ოლქში, გორლოვკასთან.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მათ ხელთ არსებული მონაცემებით, 14 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, ორი სამხედრო ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილი იყო მძიმე შეტევითი შეიარაღებით, უკანონოდ შეიჭრა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში. ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და მოქმედებდნენ განზრახ. მათ მინიმუმ 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ სახლებზე ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლიმოვზე.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დაშავდა შვიდი ადამიანი, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე უკრაინის მხრიდან ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შესახებ იტყობინება რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი, თავისი ტელეგრამის არხით. მის თანახმად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის საზღვართან მდებარე ორი სოფლის მცხოვრებლები დროებით ევაკუირებული არიან.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული ნაგებობა ჩანს, ხალხი კი ამბობს, რომ ეს სროლის შედეგია. უცნობია გადაღების დრო და ადგილი.

უკრაინულ მხარეს თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ 1 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებელი რუსეთია და მასთან უკრაინას კავშირი არ აქვს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, რუსეთს შეუძლია დაარტყას "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს", მათ შორის, კიევში.

XS
SM
MD
LG