Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ვილა დაუყადაღეს კიდევ ერთ რუს მილიარდერს


რუსი მილიარდერის, დმიტრი მაზეპინის ვაჟი ნიკიტა მაზეპინი. 2021 წელი.
რუსი მილიარდერის, დმიტრი მაზეპინის ვაჟი ნიკიტა მაზეპინი. 2021 წელი.

იტალიის კუნძულ სარდინიაზე დაყადაღებულია ვილა, რომელიც რუს ოლიგარქს, დმიტრი მაზეპინს და მის ავტომრბოლელ ვაჟს, ნიკიტას ეკუთვნით. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“-ი წერს იტალიის პოლიციაში ორ წყაროზე დაყრდნობით. Rocky Ram-ის სახელით ცნობილი ვილა დაახლოებით 105 მილიონი ევრო ღირს.

მამა-შვილი მაზეპინები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან. პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრად მიჩნეული, მილიარდერი დმიტრი მაზეპინი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „ურალხიმ“-ის მფლობელია. მისი ვაჟი ნიკიტა მაზეპინი 2022 წლის მარტში გაუშვეს „ფორმულა 1“-ის ამერიკული გუნდიდან(Haas).

როგორც „როიტერს“-ი წერს, ბოლო რამდენიმე კვირაში იტალიის პოლიციამ დააყადაღა 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მილიარდერებს ეკუთვნით.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა უპრეცედენტო ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები აამოქმედა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების და მათი ოჯახების წევრების და რუსეთის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG