Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი კიევის მთელ რეგიონზე


"კიევის მთელ რეგიონზე" დაიბრუნა უკრაინამ კონტროლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მდებარე რამდენიმე საკვანძო ქალაქიდან უკან დაიხიეს, განაცხადა შაბათს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, განა მალიარმა.

"ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი რეგიონი გათავისუფლდა დამპყრობლისგან", დაწერა მალიარმა ფეისბუკზე ქალაქების შესახებ, რომლებიც ძლიერ იქნა განადგურებული ბრძოლების შედეგად.

სამივე ქალაქი კიევის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ძლიერ განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 24 თებერვალს. ირპენი და ბუჩა, კიევის მახლობლად მყოფი ქალაქები, უკრაინის არმიამ ამ კვირაში დაიბრუნა. ორივეში დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ცხედრები ქალაქ ბუჩის ერთ-ერთ ქუჩაზე
ცხედრები ქალაქ ბუჩის ერთ-ერთ ქუჩაზე

AFP-მ ბუჩის ერთ ქუჩაზე შაბათს, სულ მცირე, 20 ცხედარი ნახა, მათ შორის ერთი - ხელებშეკრული. ქალაქის მერმა თქვა, რომ 280 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ სასაფლაოზე ბუჩაში და რომ ქალაქი სავსეა ცხედრებით. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე, 200 ადამიანი დაიღუპა ირპენში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა თებერვლის ბოლოს.

მოკლულთა ცხედრები ქალაქ ბუჩაში
მოკლულთა ცხედრები ქალაქ ბუჩაში

მესანგრეები შაბათს ქალაქის განაღმვაზე მუშაობდნენ. სასწრაფო საგანგებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ 643 ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გაუვნებლებული მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ირპენი დაიბრუნეს. გოსტომელში, კიევის მახლობლად, მძიმე ბრძოლები გაჩაღდა, აეროდრომზე კონტროლის მოპოვების მიზნით. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს ჩრდილოეთის ტერიტორიებს და როგორც ჩანს, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზეა ფოკუსირებული.

სააგენტო დე-პე-ა იტყობინება, რომ რუსეთის არმიის 2 აპრილს განცხადებით, მისმა სამხედროებმა შეტევა მიიტანეს სამხედრო აეროდრომზე უკრაინის პოლტავის რეგიონში. განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენები და თვითმფრინავები, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, ცნობით, დაარტყეს საწვავისა და იარაღის საწყობებს ცენტრალურ რაიონში. ასევე განადგურდა ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და საწვავის ავზები ლოზოვასა და პავლოჰრადის სადგურებთან. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG