Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 24 461 ტესტი გაკეთდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.89%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 9 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578-ია. მათგან 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG