აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ის ვერ ამჩნევს იმის ნიშანს, რომ მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის „ეფექტიანად მიიწევდეს წინ“, ვინაიდან აშშ-ს ასევე არ დაუნახავს „სერიოზულობის რეალური ნიშანწყალი“ რუსეთის მხრიდან.
„ერთია, რასაც რუსეთი ლაპარაკობს და მეორე, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ კონცენტრირებული“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საჭიროა ფრთხილად მოვეკიდოთ რუსეთის განცხადებას კიევის მახლობლად საბრძოლო მოქმედებების შემცირებაზე, რადგან, შესაძლოა, ეს იყოს „საშუალება, რომლითაც რუსეთი კვლავ შეეცდება ყურადღების გადატანას და ხალხის მოტყუებას, რათა მათ იფიქრონ, რომ რუსეთი არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“.
ბლინკენის თქმით, რუსეთი კვლავ „ღრმად ატყუებს საკუთარ თავს", თუ სჯერა, რომ „უკრაინის მხოლოდ აღმოსავლეთისა და მხოლოდ სამხრეთი ნაწილების დამორჩილებით" შეძლებს წარმატების მიღწევას.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, რომ „ახლავე შეწყვიტოს აგრესია, შეწყვიტოს ცეცხლი, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და, რა თქმა უნდა, აწარმოოს მოლაპარაკებები“.
ენტონი ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთი „მართლა სერიოზულად“ ეკიდება უკრაინასთან მოლაპარაკებას
ყველაზე პოპულარული
1