Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაბლოკეს Google news 


BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, „როსკომნადზორმა" შეზღუდა რუსეთში Google news-ის სერვისთან წვდომა.

რუსეთის სახელმწიფო რეგულატორმა მიზეზად დაასახელა ის, რომ Google-ს news-ი „უზუნველყოფდა წვდომას მრავალრიცხოვან პუბლიკაციებთან და მასალებთან, რომლებიც შეიცავენ არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ".

რუსეთის დუმამ 4 მარტს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ ისჯება ყველა ის პირი და ორგანიზაცია, ვინც შეგნებულად გაავრცელებს „ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

XS
SM
MD
LG