Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად


დმიტრი მურატოვს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა.
დმიტრი მურატოვს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი პრესტიჟულ მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად.

„ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს.

"ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.

XS
SM
MD
LG