Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინის ვადის გასვლით არ გვიზარალია, ნაჩუქარი იყო


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა არ დაასახელა კონკრეტული რაოდენობა კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების, რომელთაც ვადა რამდენიმე დღეში გასდის. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ არც ის დააზუსტა, რა რაოდენობის ახალ ვაქცინას ელოდება ქვეყანა.

"ახალი ვაქცინები გვექნება მიმდინარე კვირაში, რაც შეეხება ძველი ნაშთები ნაჩუქარია, ფინანსურად თუ მეკითხებით, არაფერი არ გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ, რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. ეს რიცხვები ზუსტად არ შემიძლია დაგისახელოთ. თვის ბოლომდე აქვს ვადა და ყოველდღიური აცრები ისევ მიმდინარეობს...

ვაქცინები იქნება საკმარისი და საკმარისზე მეტი. რაც იქნება საჭირო, ეტაპობრივად მოდის წლის ბოლომდე", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

22 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 844 372 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 356 735 ადამიანი, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 47,2%. სრულად ვაქცინირებულია 1 254 202 ადამიანი,18 წელს ზემოთ მოსახლეობის 43,6%. ბუსტერ დოზით აცრილია მხოლოდ 230 445 ადამიანი.

XS
SM
MD
LG