Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პარლამენტთან პატივი მიაგეს


საქართველოს პარლამენტის წინ, "დროას" ორგანიზებით, პატივი მიაგეს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას. იქ ასევე მივიდა უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი, რომელმაც ფოტოები გვირგვინით შეამკო.

ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, გუშინ ირპენთან ბრძოლაში სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმსატყორცნების ცეცხლის შედეგად​ დაიღუპნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

24 თებერვლის სამხედრო აგრესიას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

პუტინმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსული ჯარი უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.

XS
SM
MD
LG