Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო ზუგდიდში „მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან საქმიანობაში  ხელის შეშლის ფაქტზე


ემა გოგოხია
ემა გოგოხია

„მთავარი არხის" ცნობით, ზუგდიდში ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას და ოპერატორს „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან თავს დაესხნენ.

„გადამღები ჯგუფი ადგილზე იმის გადასაღებად მივიდა, რომ ოფისის [„კონსერვატიული მოძრაობის"] შენობაზე უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები შლიდნენ. სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - იუწყება ტელეარხი.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხი”-ს გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG