რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განსაზღვრონ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალქებებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან" - ამას რუსული სააგენტო ტასი იუწყება.
პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ, ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინნასთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.