Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „დიპლომატიური თვითმფრინავი“ ვაშინგტონში 12 დიპლომატის და ოჯახის წევრების წამოსაყვანად ჩაფრინდა


რუსეთის "დიპლომატიური თვითმფრინავი" ილ-96 საბორტო ნომრით, RSD88
რუსეთის "დიპლომატიური თვითმფრინავი" ილ-96 საბორტო ნომრით, RSD88

რუსეთის ილ-96-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც 5 მარტს დილით გაფრინდა სანქტ-პეტერბურგიდან ვაშინგტონის მიმართულებით, აშშ-დან რუს დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს გამოიყვანს, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ასევე დაუდასტურეს წყაროებმა სამართალდამცავ ორგანოებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ მათი გამოძევების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ემინა ჯაპაროვას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ამ თვითმფრინავს აშშ-დან მოჰყავდა 12 დიპლომატი და მათი ოჯახები. ჯაპაროვას თანახმად, ნიუ-იორკში თვითმფრინავი მხოლოდ 2 საათს აპირებდა გაჩერებას, ვაშინგტონში ჩაფრენის შემდეგ ის ნიუ-იორკში გაუვლიდა დიპლომატებს და შემდეგ პირდაპირ მოსკოვში დაბრუნდებოდა.

რადიო თავისუფლების პროექტის, „სხემის“ წყარომ სამართალდამცავ ორგანოებში ასევე დაადასტურა, რომ რეისის მიზანი დიპლომატების წამოყვანა იყო. თავის მხრივ, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სიტყვები, რომ ამ სამთავრობო თვითმფრინავით „ბრუნდებიან დიპლომატები, რომლებიც აშშ-მა გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად. იმის გამო, რომ ევროკავშირმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებისთვის, ილ-96 იძულებული იყო ევროკავშირის ქვეყნებისთვის გვერდი აევლო. ამას მეტყველებს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო საიტის, Flight Radar-ის მონაცემები.

რუსეთის მედიის ცნობით, ამ თვითმფრინავმა აშშ-დან 2017 წელსაც წამოიყვანა რუსი დიპლომატები, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მაც დაუკეტა საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებს.

XS
SM
MD
LG