Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარების ქმედებებზე „ფეიკის“ გამავრცელებლებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება - დუმამ კანონი უკვე მიიღო


რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმას 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის დუმის 411-მა დეპუტატმა.

კანონი ასევე ითვალისწინებს თანამდებობის პირების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი განზრახ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის, ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების ან სიძულვილით, ან მტრობით მოტივირებული „ფეიკებისთვის“ ჯარიმას 3-დან 5 მილიონ რუბლამდე, ან 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისთვის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები - გათვალისწინებულია 10-დან 15 წლამდე პატიმრობა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოწოდებისთვის პირი დაისჯება ჯარიმით 500 ათას რუბლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.

სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 1 მარტს მათ ეთერიდან გათიშეს რადიოსადგური "ეხო მოსკვი" და მისი საიტი დაბლოკეს. დაბლოკილია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტი. მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია „დოჟდ“-მა.

4 მარტს რუსეთის მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებს გამოცემა Meduza-ს, BBC-ის რუსული სამსახურის და Deutsche Welle-ს ვებსაიტების გახსნას. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ „ფეისბუკი" და „ტვიტერი".

XS
SM
MD
LG