რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარები აპირებენ იერიში მიიტანონ კიევში იმ ობიექტებზე, საიდანაც „რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინის საინფორმაციო შეტევა".
რუსული სააგენტო "ტასი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი მაღალი სიზუსტის იარაღს გამოიყენებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტექნოლოგიური ობიექტების და კიევის მთავარი, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციების 72-ე ცენტრის წინააღმდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სახლების დატოვებისკენ იმ მოსახლეობას, რომელიც "რეტრანსლაციის კვანძებთან ახლოს ცხოვრობს".
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს.
რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.