თბილისმა უკრაინის მხარასაჭერად ქვეყნის დროშები გამოფინა. თეატრები, ოფსები, პატარა და დიდი აივნები, მაღაზიის ვიტრინები, ელქტრონული ბილბორდები, უბრალოდ კედლები - ყვითელი და ლურჯი ზოლები ყველგან თვალში მოსახვედრია. საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს აპროტესტებენ.