Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება


ხარკოვი
ხარკოვი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეაქტიული არტილერიით ქალაქ ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად არის ომის დანაშაული.

„მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი რაიონები. არცერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩვენება ადასტურებს, რომ ეს არ არის ცალკეული უმისამართო ზალპი, არამედ - ადამიანების მიზანმიმართული განადგურება. რუსებმა იციან საით ისვრიან. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება ტრიბუნალი. არავინ დედამიწაზე არ გაპატიებთ თქვენ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

XS
SM
MD
LG