Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: ევროკავშირმა იმუშაოს უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე


ევროპის პარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინისთვის ბლოკის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. რეზოლუციას კენჭს სამშაბათს, 1 მარტს, უყრიან და, როგორც ვარაუდობენ, მას ევროპის პარლამენტის წევრები დიდი უპირატესობით დაამტკიცებენ.

რეზოლუციის პროექტში კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი „ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინას მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლიდან და დამსახურებიდან გამომდინარე და, პარალელურად, იმუშაონ ინტეგრაციაზე ევროკავშირის ერთიან ბაზარში, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით“.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპის პარლამენტი უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მისი მხრიდან უკრაინაში შეჭრას ისევე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში ბელარუსის ჩართულობას. პარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა საომარი მოქმედება უკრაინაში და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარი.

28 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

XS
SM
MD
LG