Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპასუხო ზომა: ფრენა ეკრძალებათ 36 ქვეყნის თვითმფრინავებს


რუსეთი ფრენას უკრძალავს 36 ქვეყნის ავიაგადამზიდებს. ამის შესახებ 28 თებერვალს გამოაცხადა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება „როსავიაციამ“.

„საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ევროპის სახელმწიფოთა მიერ იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეისების შესრულებაზე დაწესებული აკრძალვის საპასუხოდ, რომლებსაც რუსეთის ავიაგადამზიდები უწევენ ექსპლუატაციას ან/და რუსეთში არიან რეგისტრირებული, შემოღებულია შეზღუდვა 36 სახელმწიფოს ავიაგადამზიდების მიმართ“, - ნათქვამია „როსავიაციის“ განცხადებაში.

რუსეთის აკრძალვის სიაში არიან ევროკავშირის წევრები და რიგი სხვა სახელმწიფოები.

როგორც ინტერფაქსი იტყობინება „როსავიაციაზე“ დაყრდნობით, ამ ქვეყნებიდან რუსეთში რეისების განხორციელებისთვის საჭირო იქნება „როსავიაციის“ ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საგანგებო ნებართვა.

ევროკავშირმა კვირას საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის ფედერაციას. ეს ეხება როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში.

XS
SM
MD
LG