კვირას, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს იღებს. გარდა რუსეთისათვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), გენადი ტიმჩენკო, ასევე რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.
"ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხისა, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით ინფორმაციით მანიპულირება", - თქვა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.
რადიო თვისუფლებისთვის ცნობილია, რომ სიაში, რომელიც ევროკავშირმა ორშაბათს უნდა დაამტკიცოს, 30-ზე მეტი ახალი სახელია.
ევროკავშირის, აშშ-ის, ბრიტანეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საფეხურებრივი სანქციები რუსეთის წინააღმდე 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინის ბრძანებით რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო წესდება.
აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის პიროვნული სანქციების სამიზნე თავად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც გახდნენ.