Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა კიევისთვის: უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ მოიგერიეს თავდასხმა მეტროსადგურ "ბერესტეისკაიასთან"


უკრაინელი ჯარისკაცები კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. 25 თებერვალი, 2022
უკრაინელი ჯარისკაცები კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. 25 თებერვალი, 2022

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობის ცნობით, განადგურებულია რუსული სამხედრო კოლონა 2 მსუბუქი, 2 ტყვიაწამლით დატვირთული სატვირთო მანქანისა და ტანკის შემადგენლობით.

"ყველაფერი მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ", - წერია მოკლე შეტყობინებაში.

კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში, ვინაიდან დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში კვლავ გრძელდება ქუჩის ბრძოლები.

რუსეთის მხრიდან კიევთან დაკავშირებით განცხადებები ღამის განმავლობაში არ გაკეთებულა.

ომი რუსეთმა 24 თებერვლის გამთენიისას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევით დაიწყო. მას წინ უძღოდა პუტინის ბრძანება "სამხედრო ოპერაციის" დაწყების თაობაზე უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის". სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტების დასკვნით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, უკრაინაში ხელისუფლების პრომოსკოვური რეჟიმით შეცვლა და ქვეყნის განუხრელი ევროპეიზაციის შეჩერებაა.

XS
SM
MD
LG