Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთის ნაცვლად საფრანგეთი უმასპინძლებს


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქი შეიცვალა. ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად მიიღო, დღეს, 25 თებერვალს, გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე.

რუსეთისა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის გამო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩს 28 მაისს სანქტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენის“ ნაცვლად, პარიზის „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.

უეფასვე გადაწყვეტილებით, რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო კლუბები და ნაკრებები უეფას ეგიდით გასამართ თამაშებს სხვა ქვეყნებში ჩაატარებენ.

XS
SM
MD
LG