Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დეჟავიუს შეგრძნება მაქვს“ - ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საერთაშორისო თემების შესახებ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა BBC-ის შეკითხვას, იგივე სცენარია უკრაინაში, რაც საქართველოში იყო?

„დეჟავიუს შეგრძნება მაქვს, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, - განსხვავება, რა თქმა უნდა არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის იყო შემაშფოთებელი. მე გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს, არა მარტო საქართველო გრძნობს, არამედ მთელ ევროპას ასეთი აღქმა აქვს. მთელი ევროპისთვის გასაზიარებელია ეს პოზიცია, რაც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინა არის აქ ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის არქიტექტურა".

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ დამოუკიდებლად. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებდა. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ცნო.

XS
SM
MD
LG