Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი: რუსეთი და ბელარუსი ახანგრძლივებენ სამხედრო წვრთნებს


რუსეთი და ბელარუსი ახანგრძლივებენ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, - აცხადებს ბელარუსის თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე, იმ ფონზე, როცა დასავლეთი გამოდის გაფრთხილებით, იქ რუსეთის მოახლოებული შეჭრის შესახებ.

გავრცელებულ განცხადებაში ვიქტორ ხრენინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის და ბელარუსის "გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის გაძლიერებასთან დაკავშირებით" და აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ზრდის ფონზე.

ნატოს განცხადებით, ბელარუსში რუსეთის 30 000-მდე სამხედრო იმყოფება, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს შეუძლია უკრაინაზე თავდამსხმელი ძალის ნაწილად, თუმცა რუსეთი უარყოფს ამგვარი მიზნის არსებობას. 19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კრემლიდან მიადევნეს თვალი რუსეთის ატომური ძალების წვრთნას, რომელიც მოიცავდა უახლეს ჰიპერბგერით და ფრთოსან რაკეტებს. ეს წვრთნები მოსდევს რუსეთის არმიის მიერ ბოლო თვეებში გაკეთებულ მანევრებს, რომლებიც მოიცავდა სამხედრო ძალების - დასავლეთის შეფასებით, 150 000 ან მეტი სამხედროს - განთავსებას უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.

XS
SM
MD
LG