Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იტყობინება ცეცხლის შეწყვეტის აქტიური დარღვევის შესახებ, აშშ აცხადებს, რომ რუსეთი „ომის გზას ადგას“


თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ჯარისკაცი
თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ჯარისკაცი

უკრაინამ გამოაცხადა 18 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან. ამ დროს აშშ-მა გამოთქვა გაფრთხილება, რომ მოსკოვი ამზადებს პროვოკაციას, რათა გაამართლოს მეზობელ ქვეყანაში შეჭრა მომავალ დღეებში. ეუთოს თანახმად, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა 600-ჯერ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, სეპარატისტებმა ცეცხლი დაუშინეს 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს, რის დროსაც გამოიყენეს მძიმე არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სროლის მკვეთრ გახშირებას სამთავრობო ჯარს და სეპარატისტებს შორის გამყოფი ზოლის მიღმა უწოდა „დიდი პროვოკაცია“ მას მერე, რაც არსებული ცნობებით, დარტყმა მიაყენეს საბავშვო ბაღს, რის შედეგადაც ორი სამოქალაქო პირი დაშავდა.

უკრაინა სეპარატისტებს ებრძვის 2014 წლიდან. ამ კონფლიქტის დროს 13200 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 17 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთი ნაბიჯებს დგამს ომისკენ“, მაგრამ ერთადერთი ბუნებრივი საშუალება უკრაინის საზღვართან ჯარების მოზღვავების გამო დაწყებული კრიზისის განსამუხტად, დიპლომატიაა. ბლინკენის თქმით, რუსეთის ძალები ემზადებიან უკრაინაზე თავდასხმისთვის „უახლოეს დღეებში“, შეჭრის წინ კი მოხდება ყალბი თუ ნამდვილი თავდასხმები და დაიწყება დეზინფორმაციის კამპანია, რომელმაც უნდა გაამართლოს შეჭრა.

XS
SM
MD
LG