Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აგრესორი ვერც ოდესას აიღებს და ვერც - ხარკოვს


ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მზად არიან მოიგერიონ აგრესორი და არ მისცემენ მას არც ოდესის და არც ხარკოვის ხელში ჩაგდებას, - განაცხადა 12 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკმა. მისივე შეფასებით, სხვადასხვა განცხადება რუსეთის მხრიდან მასშტაბური ინტერვენციის თაობაზე მოქალაქეებმა უნდა აღიქვან, როგორც დამატებითი საშუალება მტრის განზრახვის ჩასაფუშავად.

„ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს თვალებში ჩვენი მებრძოლებისთვის, დარწმუნდება, რომ 2014 წელი არ განმეორდება და აგრესორი ვერ აიღებს ვერც კიევს, ვერც ოდესაც, ვერც ხარკოვს და ვერც ერთ ქალაქს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად არიან მზად მტრის მოგერიებისთვის და არ დათმობენ უკრაინის მიწას“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე მოქალაქეებს „სიმშვიდის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ირწმუნება, რომ „უკრაინის დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს სიმტკიცე და მზადყოფნა მოვლენათა სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის.“
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ამ განცხადების ფონია დასავლეთის ქვეყნების მიმართვა თავიანთი მოქალაქეებისათვის, რომ დატოვონ უკრაინის ტერიტორია რუსეთის ინტერვენციის საფრთხის გამო.

XS
SM
MD
LG