Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან არაერთ ქვეყანას გაჰყავს თავისი მოქალაქეები


აშშ-ის საელჩო კიევში. 2017 წლის ფოტო
აშშ-ის საელჩო კიევში. 2017 წლის ფოტო

რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა. ამგვარი მოწოდებით თავის მოქალაქეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტრომ. მსგავსი განცხადებით გამოვიდა კიევში ნიდერლანდის ელჩი.

კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმა.

გაზეთ Kyiv Post-ის თანახმად, აშშ-მა დაიწყო ეუთოს მისიის ამერიკელი თანამშრომლების გაყვანა.

Politico-ს ჟურნალისტმა ჰანკე ბელამ გაავრცელა ცნობა ტვიტერით ისე, რომ თავისი წყაროების არ დაუსახელებია, რომ ევროკავშირის მისიის არაძირითადი თანამშრომლებიც ტოვებენ უკრაინას.

პარასკევს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია გაკეთდეს რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა NBC News-თან საუბრისას.

შარშან შემოდგომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობის ჯარის თავმოყრის და ქვეყანაში შეჭრის რეალური საფრთხის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მოსკოვმა თავდასხმა უახლოეს ხანში შეიძლება დაიწყოს. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და ჯარების თავმოყრას ხსნის მანევრებით.

დაძაბულობის ფონზე რუსეთი ნატოსა და აშშ-ისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. დასავლელი დიპლომატები თვლიან, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, შეთანხმება მიღწეული არ არის. 10 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამინისტრომ შეიძლება ურჩიოს კიევში თავისი წარმომადგენლობის თანამშრომლებს რუსეთში გაემგზავრონ. ასეთი ნაბიჯი მან ახსნა შეშფოთებით, რომ აშშ და ბრიტანეთი შეიძლება პროვოკაციებს ამზადებდნენ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG