Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეული: ჩრდილოეთმა კორეამ მორიგი "ამოუცნობი სარაკეტო ობიექტი" გაუშვა


კვირას ჩრდილოეთმა კორეამ გაუშვა „ამოუცნობი სარაკეტო ობიექტი“, იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროები. რაკეტის ეს გაშვება უკანასკნელია რაკეტების გამოცდის სერიიდან, რომელსაც ფხენიანი ახორციელებს უკანასკნელი კვირების განმავლობაში.

დღევანდელი სტარტი ჩრდილოეთ კორეის მიერ წელს რაკეტების გამოცდის მეშვიდე შემთხვევაა. როგორც Reuters-ი იტყობინება, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სამხედრო ამბიციების დემონსტრირებას ეწევა და უარყოფს აშშ-ის წინადადებებს მოლაპარაკებების თაობაზე. როგორც ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება, 5 და 11 იანვარს ფხენიანმა ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდა ჩაატარა.

შეერთებულმა შტატებმა დაგმო დღეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინდოეთ-წყნარი ოკეანის ხელმძღვანელობის განცხადება, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, შეიცავს ჩრდილოეთ კორეის მიმართ მოწოდებას, თავი შეიკავოს შემდგომი მადესტაბილიზებელი მოქმედებებისგან. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის თანახმად, რაკეტის გამოცდა არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს აშშ-ის ტერიტორიის, პერსონალის ან მოკავშირეთათვის.

იანვარში კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა ბირთვული იარაღისა და გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტების გამოცდის შესაძლო განახლების შესახებ.

XS
SM
MD
LG