Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ხელისუფლება და ოპოზიცია მათი ინტერესებით არ მოქმედებენ - NDI


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევაში ოპოზიციას უფრო დიდი ნეგატიური მაჩვენებელი აქვს.

მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 36 პროცენტი. იგივე მოსაზრებას ოპოზიციასთან დაკავშირებით გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები - 31 პროცენტი ეთანხმება.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებზე მოდის.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით გამოიკითხა 2099 ზრდასრული მოქალაქე. კვლევის საშუალო ცდომილება 1,3 პროცენტია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. საველე სამუშაოებს CRRC-საქართველო ატარებდა.

XS
SM
MD
LG