Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო მანევრებს გამართავენ მზარდი ურთიერთობის ფონზე


 ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივ სამხედრო მანევრები 2019 წელს
ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივ სამხედრო მანევრები 2019 წელს

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო მანევრებს გამართავენ ინდოეთის ოკეანეში 21 იანვარს, იტყობინება ირანის მედია. ამის ფონია ვარაუდი, რომ ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან კავშირებს გააღრმავებენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მზარდი ზეწოლის საპასუხოდ.

ირანის შეირაღებული ძალების წარმომადგენლმა ნაწილობრივ სახელმწიფო სააგენტო ISNA-ს უთხრა, რომ მანევრების მიზანია „რეგიონში უსაფრთხოების და მისი საფუძვლების განმტკიცება“.

მანევრები სახელწოდებით „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი 2022,“ მესამე ასეთი ერთობლივი წვრთნაა 2019 წლის შემდეგ და ისინი გაგრძელდება, განაცხადა პრესმდივანმა, მოსტაფა ტაჯოლდინმა.

ირანის პრეზიდენტად კონსერვატორი სასულიერო პირის, იბრაჰიმ რაისის არჩევის შემდეგ თეირანი მოსკოვთან და ასევე, პეკინთან, კავშირების გარღმავების პოლიტიკას მიმართავს.

რუსეთი, ირანი და ჩინეთი დასავლეთის სანქციების ობიექტს წარმომადგენენ სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა სფეროში, სხვათა შორის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუქარის, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და ირანის ბირთვული პროგრამის გამო.

მოსკოვში სტუმრობისას რაისიმ განაცხადა, რომ ირანისთვის "რუსეთთან კავშირების გაფართოების შესაძლებლობა უსაზღვროა“. პუტინმა კი მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო საკითხებში.

XS
SM
MD
LG