Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი რუსეთს აფრთხილებს არ დაესხას თავს უკრაინას


კიევში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის უკრანის საკითხზე შექმნილი დაძაბული კრიზისის განმუხტვის "ერთადერთი გზა" დიპლომატიაა, და რუსეთი გააფრთხილა, რომ ის "დიდ ფასს" გადაიხდის უკრაინის წინააღმდეგ შეტევის წამოწყების შემთხვევაში.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს" - თქვა ბერბოკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "ყოველ შემდგომ აგრესიულ აქტს რუსეთისთვის დიდი საფასური მოჰყვება, ეკონომიკური, სტრატეგიული, პოლიტიკური თვალსაზრისით" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მოსკოვში შეხვდება.

2014 წელს რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსირება განახორციელა და დაიწყო სეპარატისტი მებრძოლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელსაც 13,200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კიევი და მისი დასავლელი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსეთმა ბოლო კვირებში ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, რაც, შესაძლოა, წარმოადგენდეს მზადებას პოტენციური შეჭრისთვის - რასაც მოსკოვი უარყოფს. გასულ კვირაში გარღვევის გარეშე დასრულდა რუსეთის ძალების ზრდის შესახებ გამართული მოლაპარაკებები მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

XS
SM
MD
LG