Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების" თავმჯდომარედ არჩევიდან ერთი წლისთავზე კობახიძემ მიღწეული შედეგები დაასახელა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2021 16 იანვარს აირჩეს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, გასული ერთი წლის შედეგებს აჯამებს. როგორც მან „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციიდან წვლილი შეიტანა შემდეგი „შედეგების დადგომაში":

  • დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
  • ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
  • რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
  • მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.

მმართველი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე 2021 წლის 16 იანვარს ერთხმად, მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მეორედ მიიღო.

XS
SM
MD
LG