Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს.


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის "ფეისბუკით" მიმართავს და აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად.

„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“, – აღნიშნავს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ პოროშენკოს საქმეს სახელმწიფო ღალატის შესახებ ოფიციალურად იძიებენ და მას სამთავრებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების "ქმედებებისთვის ხელის შეწყობაში" ადანაშაულებდა კონფლიქტში, რომელიც 2014 წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.

პოროშენკო დეკემბრის მერე უკრაინაში არ იმყოფება,დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, - აცხადებს პოროშენკო მიმართვაში.

XS
SM
MD
LG