Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო: ხელისუფლებას არ ეყოფა არც ძალა და არც ნებისყოფა, რომ დამაპატიმრონ


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეყოფა არც ძალა და არც ნებისყოფა, რომ იგი დააპატიმრონ. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პოლონეთიდან 17 იანვარს ბრუნდება სამშობლოში, სადაც მას ოფიცალურად წაუყენეს ბრალი სახელმწიფო ღალატში, ხოლო კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პოროშენკოს დაუყადაღეს ბინები, მიწის ნაკვეთები და კერძო კომპანიებში კუთვნილი აქციები.

„ზელენსკის მთავარ მიზანს ამჟამად პოროშენკოს დაშინება წარმოადგენს. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, ჩემი პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში ჩემ გუნდთან და უკრაინასთან ერთად ჩვენ მოვიგერიეთ პუტინის შეიარაღებული აგრესია. ჩვენ გავატარეთ უამრავი რეფორმა, ასე რომ თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ ჩემ დაშინებას და თქვენ არ ხართ ის, ვისიც მე უნდა მეშინოდეს. იმის ნაცვლად, რომ გავერთიანდეთ, ზელენსკის სჭირდება ყურადღების მიპყრობა მორიგი ვიდეოთი, მორიგი დაკავებით, მაგრამ ამჯერად არ გამოგივათ, ცუდი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ. მე ვბრუნდები და ვბრუნდები არა იმისთვის, რომ ზელენსკისგან დავიცვა თავი, იგი ამის ღირსი არ არის. ვბრუნდები, რათა დავიცვა უკრაინა.. დავიცვა პუტინისგან, დავიცვა არაკომპეტენტური, ბოლომდე გახრწნილი და კორუმპირებული ხელისუფლებისგან, რომელსაც შეუძლია მხოლოდ საბიუჯეტო გარიგებებით მოიპაროს ფული და გაანადგუროს ის რეფორმები, რაც ხუთი წლის განმავლობაში სისხლისა და ოფლის ფასად გატარდა“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ სატელევიზიო პროგრამა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.


პოროშენკო დეკემბრის მერე უკრაინაში არ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.

სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ პოროშენკოს საქმეს სახელმწიფო ღალატის შესახებ ოფიციალურად იძიებენ და მას სამთავრებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების "ქმედებებისთვის ხელის შეწყობაში" ადანაშაულებენ კონფლიქტში, რომელიც 2014 წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.

პოლიტიკოსს, რომელიც ახლა კანონმდებელია და ოპოზიციური პარტიის - "ევროპული სოლიდარობის" - ლიდერი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG