Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა


„ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა კიდევ 6 თვით, 2022 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივოს შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა, რომლის სამიზნესაც წარმოადგენს რუსეთის ცალკეული ეკონომიკური სექტორები“, - ნათქვამია ბრიუსელში მიერ 13 იანვარს გავრცელებული განცხადებაში.

რუსეთისათვის დაწესებული ევროკავშირის სანქციები ყოველი ნახევარი წლით გრძელდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სამიტი პოლიტიკურ შეფასებას აძლევს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით, მინსკში, 2015 წელს მიღებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების პროცესს.

ყირიმის ანექსიისა და „რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზებისკენ მიმართული ქმედებების გამო“ ეკონომიკურ სანქციები ევროკავშირმა რუსეთს თავდაპირველად 2014 წლის 31 ივლისს ერთი წლის ვადით დაუწესა. შემდეგ ამას დაემატა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ წამოწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის გაღვივებასა და შენარჩუნებაში ევროკავშირი რუსეთს ადანაშაულებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG